"ტვ პირველმა" ტელეკომპანიის სერვერებზე კიბერშეტევის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები", - ნათქვამია განცხადებაში.