თუშეთში, ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 5 სამაშველო ჯგუფი მუშობს.
ცნობისთვის, თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 5 მაისს შევიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.