თუშეთში ზვავში მამაკაცი მოჰყვა. ამის შესახებ ახმეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ქავთარაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ზვავი გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს მოწყდა და ერთ-ერთი მუშა ქვეშ მოიყოლა.