თუშეთი გარე სამყაროს კვლავ მოწყვეტილია. მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების გადმოსაყვანად,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი უკვე გაფრინდა. ავიაციის საშუალებით 100 მდე ადამიანის ჩამოყვანა იგეგმება. თუმცა ფრენების განხორციელება დამოკიდებულია ამინდზე. ფშაველი-აბანო- ომალოს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო. რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია. თუშეთში ტურისტული სეზონი კვლავ აქტიურია და ამ დრომდე ადგილობრივები და ტურისტები იმყოფებიან რომლებიც დაზიანებული გზის გამო უკან დაბრუნებას,დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.