მთავრობა თუშეთში 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს იწყებს. ეს ციხე-სოფლებია - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე აღწერისთვის 400 ათასი ლარი გამოიყოფა. ამ აღწერის საფუძველზე კი ამ უძველესი ძეგლების რეაბილიტაცია მოხდება.