თუშეთში, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. 53 წლის პეტრე ბუჯაიძე თელავის რაიონის სოფელ ლალისყურის მკვიდრია. ცხედარს სამაშველო ბრიგადამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლია.ის კომპანია გერალის მიერ დაქირავებული იყო, რომელიც თუშეთი-ფშაველი-ომალოს გზაზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა. ახმეტის გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებზე კომპანიამ უნდა იზრუნოს. ცხედარს უკვე ჩაუტრადა ექსპერტიზა და ის საკუთარ სახლშია გადასვენებული.