ალვანის მოსახლეობა,სამუშაო ჯგუფს ქმნის,რომელიც თუშეთის გზის გამწმენდას დააკვირდება. ამის შესახებ,თუშებმა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხევდრის დროს განაცხადეს. ორსაათიანი ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ,მოსახლეობასა და საგაზაო დეპარტამენტის წარმომადგენელბს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა.გზის განმწმენდითი სამუშაოების დასაჩქარებლად ადგილზე დამატებითი ტექნიკის მობილიზებაც მოხდება, საქონლის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის კი სპეციალურ ბილიკი მოეწყობა. ალვანის მოსახლეობა გზის განმწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავს.