თუშეთიდან მოქალაქეთა გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია. ოპერაცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გზის დამეწყვრის შემდეგ, მთიანი რეგიონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით 200 მდე ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრებლები გადმოაფრინეს.
ფშაველი-ომალოს გზის დაზიანებულ მონაკვეთებს სპეციალისტები შეისწავლიან. აღდგენითი სამუშაოები ამის შემდეგ დაიგეგმება.