თვალები დაფარულია თხელი ლორწოვანი ფირფიტით, რომელიც მუდამ სველია თვალბუდის ზედა ლატერალური კუთხის ფოსოში მდებარე საცრემლე ჯირკვალთა მიერ გამომუშავებული მხედველობის ორგანოს სეკრეტით . თვალის ქუთუთოთა ჩაღრმავებები მუდმივად შეიცავს ცრემლს და ქუთუთოები მოძრაობისას თანაბრად ანაწილებენ მას რქოვანასა და სკლერაზე. ცრემლი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, აზოტოვან ნივთიერებებს, რომლებიც მას მლაშე გემოს აძლევს. ცრემლი თვალს გამოშრობისა და დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან იცავს. დამცავ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება ცრემლდენაც. ტირილის დროს ცრემლთან ერთად ორგანიზმს ტოვებს სტრესის ჰორმონებიც, რაც ფსიქოემოციურ სფეროში დიდი განტვირთვის მომტანია.