თურქეთის ბუნებრივი გაზის ფიუჩერსების ბაზარი (NFM) ვაჭრობისთვის 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება.
ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ და EXIST-ის ხელმძღვანელმა სააგენტო Anadolu-ს განუცხადა, რომ ბაზრის მონაწილეებს ფასების პროგნოზირებისა და მერყევ ფასებთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის საშუალება ექნებათ.
მინისტრის მოადგილე გაზის ფიუჩერსების ბაზარზე ვაჭრობის მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტულ საცნობარო ფასებს ელოდება, რაც, მომავალში რისკებს ამცირებს და მიწოდების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, ფიუჩერსების ბაზარზე შავი ზღვის გაზით ვაჭრობის შესაძლებლობაც დასაშვებია, რომლის წარმოებაც 2023 წლიდან იწყება.