საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია ნატა ჰოლდინგთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ნატა ჰოლდინგი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც სამშენებლო მასალების მწარმოებელ რამდენიმე ქარხანას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. მხარეები შეისწავლიან ნატა ჰოლდინგის პორტფელში შემავალ ქარხნებს და მათ საწარმოო ხაზებს და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ.