თურქეთის წამყვანი ავიაკომპანია Turkish Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ოპერირებას, თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შეასრულებს. ავიაკომპანია სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 2019 წლის 10 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ანუ მარტის ბოლო კვირამდე, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Turkish Airlines-ს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 31 დეკემბერს მიენიჭა.