Turkish Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, “Turkish Airlines”- ს არ ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის პრესსამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტიდან ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გამოფრენილმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია TC-MCL, ხოლო ექსპლუატაციას უწევდა ავიაკომპანია ACT, ავიაკატასტროფა განიცადა ბიშკეკთან ახლოს, დაახლოებით 01:40UTC საათზე. გაცნობებთ, რომ არც თვითმფრინავი და არც ეკიპაჟი “Turkish Airlines”- ს არ ეკუთვნის”, - ნათქვამია განცხადებაში.