19:26
31 მაისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
11-09-2017

თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ანა საფარიანი ქალაქის ცენტრში მოკლეს.

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.

AutoPlay
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თბილისში, უჯარმის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია Solar-ის საწარმოს ესტუმრა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული?
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
სომხეთში გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4 პაციენტი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები