თურქეთის სამხრეთ ნაწილში ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით: ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. პრეზიდენტმა ანტალიაში, ტყის ხანძრებით დაზარალებული მანავგათის რაიონი ვერტმფრენიდან დაათვალიერა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად. ერდოღანმა მანამდე ყველას მოუწოდა ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ხელისუფლების მიერ გამოძიების შედეგებს დაელოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება. თურქეთის 30-მდე პროვინციაში გაჩენილი ხანძრების სულ 100-მდე კერადან, 88-ის ჩაქრობა მოხერხდა, ხოლო დაახლოებით 10 კერა აქტიური რჩება.