თურქეთში მშრომელთა საერთაშორისო დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, პროფკავშირების ნაწილს ამ დღის აღნიშვნის ნებართვა ჰქონდა, ხოლო დემონსტრანტების ნაწილი უკანონოდ შეიკრიბა და დაარღვია „ლოქდაუნის“ ფარგლებში მოქმედი შეზღუდვები. მათ ყურადღება არ მიაქციეს მოწოდებებს, რომ დაშლილიყვნენ, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს. დაკავებები განხორციელდა ქალაქ იზმირშიც. თურქეთში ცოტა ხნის წინ სრული “ლოქდაუნი“ ამოქმედდა, რომელიც 17 მაისამდე იქნება ძალაში.