თურქეთის პოლიციამ ქალაქ, ვირანსეჰირში მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. თურქეთში ავტომობილის აფეთქებას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბომბი საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომზე მდგარ მანქანაში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე შენობები დააზიანა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ხელისუფლება მომხდარში, ქურთების მუშათა პარტიას ადანაშაულებს.