თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე 39 წლის გივი მაჩაიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ის სტამბოლში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ასევე საქართველოს მოქალაქეა, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. 39 წლის გივი მაჩაიძის მკვლელობის მოტივად ოჯახი ხელფასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.