ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგრეო უწყება სრულ სოლიდარობას უცხადებს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ცნობისთვის, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 1015-ს აღწევს. 24 იანვარს, აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.