თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, მაშველებმა, ქალაქ იზმირში დედა და სამი შვილი გადაარჩინეს, რომლებმაც ნანგრევებში 18 საათი გაატარეს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ნანგრევებში 200-მდე ადამიანია კვლავ დარჩენილი. ამ დროისათვის მკურნალობა 300-ზე მეტ პაციენტს უტარდება. შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. საისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.