თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 1600-ს მიაღწია.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ბოლო დღეების განმავლობაში მაშველებმა ნანგრევებიდან სულ მცირე 45 ადამიანი ამოიყვანეს.
24 იანვარს თურქეთის სამხრეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში 75 შენობა დაანგრია და 1000-ზე მეტი დააზიანა.
აღსანიშნავია, რომ პარასკევის შემდეგ, თურქეთში 1000-მდე განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის 21 ოთხ მაგნიტუდას აღწევდა.