თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანი, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვარზე კვირას გამთენიისას მოხდა. იმავე დღეს თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მეორე, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა, რომლის ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიში დაფიქსირდა.