თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.
ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 20 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 102 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 30 061-ს მიაღწია.
თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა 14 იანვარს დაიწყო. ამ დროისთვის, ვაქცინის პირველი დოზა 8 მილიონ ადამიანს, ორივე დოზა კი 5 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.