თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 92-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 069 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 5 698-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ქვეყანაში 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა.