თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 56 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი 258-ით გაიზარდა. თურქეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.68 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 33 201 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 10.7 მილიონ, ორივე დოზა კი - დაახლოებით 7.49 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.