თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62 797 ახალია შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 279 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი კი 34 734-მდე გაიზარდა. თურქეთში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე ვაქცინების 19.3 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, აქედან პირველი დოზა 11.6 მილიონ მოქალაქეს, ორივე დოზა კი 7.72 მილიონს აქვს გაკეთებული.
თურქეთში გუშინ ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა და სხვა შეზღუდვებთან ერთად, “კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს, რომელიც, სამუშაო დღეებში, საღამოს, 19:00 საათზე იწყება და დილის 05:00 საათამდე გრძელდება.