02:57
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თურქეთში კორონავირუსის ე.წ. "სამხრეთ აფრიკული" და "ბრაზილიური" ვარიანტების შემთხვევები დადასტურდა
04-02-2021

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის (შემთხვევების რაოდენობა) 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა. გავაგრძელებთ ბრძოლას კომპრომისზე წასვლის გარეშე,” - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების თავიდან აცილების მიზნით, თურქეთმა იანვრის ბოლოს ბრაზილიიდან, დანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენები შეწყვიტა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 8 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 117 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდ 19-ის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 26 000-ს აჭარბებს. თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ის ვაქცინის გამოყენებით მიმდინარეობს.

ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 2.4 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები