თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 187 ახალია შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 273 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 3.96 მილიონამდე, დაღუპულთა რიცხვი კი 34 455-მდე გაიზარდა. დღეიდან თურქეთში ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება.
შეზღუდვების ფარგლებში, სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათი“ 2 საათით ადრე, საღამოს 7 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. მაღალი რისკის ქალაქებში კი „კომენდანტის საათი“ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს.
ამასთან, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ მიწოდებისა და გატანის სერვისებით მუშაობის უფლება ექნებათ, საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები რამადანის ბოლომდე დახურული დარჩება.