თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ტყის ხანძრები სულ 21 პროვინციაში გაჩნდა. ამჟამად არსებული მონაცემებით, ხანძრების 60-ზე მეტი კერადან, 42 ლიკვიდირებულია, 21-ის წინააღმდეგ კი ბრძოლა გრძელდება. ყველაზე მეტი - 20 კერა ადანას პროვინციაში იყო, 10 კი ანტალიის პროვინციაში.
მუღლის პროვინციაში, მარმარისის კურორტზე, ტყის ხანძარმა ტურისტულ ზონამდეც კი მიაღწია რის, გამოც რამდენიმე სატუმროდან და ვილადან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის ლიკვიდაციის პროცეში ჩართულია ავიაცია, ასობით სახანძრო ავტომობილი და ათასობით ადამიანი.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაანცხადა, რომ სახელმწიფო მისი ყველა საშუალებების მობილიზებას ახდენს ხანძრების კონტროლისა და სრულად ჩაქრობისთვის.