საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება. მოკლულის შესახებ ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელმა შოთა სიხარულიძემ გაავრცელა, რომელსაც გარდაცვლილის და დაუკავშირდა.