
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თურქეთში ინფლაციის დონე 36%-ით გაიზარდა, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
05-01-2022
თურქეთში ლირის კრიზისის ფონზე, დეკემბერში ინფლაცია 36%-ით გაიზარდა, რაც 2002 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის განცხადებით, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 13,58%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასების ზრდა ტრანსპორტის ფასების ზრდამ განაპირობა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53.66%-ით, ხოლო სასმელების ფასები 43.8%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, თურქეთში ახალი წლიდან ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასური იზრდება. ბუნებრივ აირში მომხმარებლები 25%-ით, ხოლო ელექტროენერგიაში კი 50%-ით მეტს გადაიხდიან.
თურქული ლირა 2021 წლის განმავლობაში 45%-ით გაუფასურდა.
AutoPlay

ხაზინამ ამერიკელებს რუსეთში გადასახადების გადახდის ვადა ოქტომრამდე გაუგრძელა
27-05-2022

აპრილში ფულის მასა ეკონომიკაში გაიზარდა
27-05-2022

საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება
27-05-2022

საქართველოში სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა
27-05-2022

Nike რუსულ ფრენჩაიზებთან ხელშეკრულების ვადას აღარ განაახლებს და ქვეყანას საბოლოოდ ტოვებს
27-05-2022

აფრიკას პანდემიის ზარალის აღმოსაფხვრელად 432 მლრდ დოლარი სჭირდება
27-05-2022