თურქეთში ფრენისას მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის და სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Resmi Gazete (რესმი გაზეტე) წერს, მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, ამ დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათას 124 ლირა იქნება. ეს იმ ფონზე, როდესაც აქამდე არსებული რეგულაციებით ჯარიმა 717 ლირას შეადგენდა.
ჯარიმას თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი სტრუქტურა გამოწერს. დაჯარიმებულს კი ჯარიმის გასაჩივრება 15 დღის ვადაში შეეძლება.
თურქეთში ფრენისას ტელეფონის გამოყენებასა და სიგარეტის მოწევაზე ჯარიმა გაიზარდა - რამდენის გადახდა მოგიწევთ თუ ამ წესს დაარღვევთ?