თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნას, ან საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურად თითოეულს 300-ლარიანი კომპენსაცია მიეცეს.