ნებისმიერი ბავშვიანი წყვილისთვის, ცნობილია, თუ რა რთულია შვილის ვინმესთან დატოვება. ძიძის აყვანა კი ხარჯებს უკავშირდება. თურქეთში ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი მოუძებნეს. 2017 წლის თებერვალში, თურქეთი საპილოტე პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხელფასის დანიშვნას იმ ბებიებისთვის, რომლებიც სამუშაო დღეებში საკუთარ შვილიშვილებს უვლიან.