რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და უფრო მეტი დაიჭრა თურქეთში ქალაქ კაისერში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამის შესახებ ინფორმაციას BBC თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
Dailysabah ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით, 8:45 საათზე ავტობუსთან ახლოს, რომლის მგზავრებს შორისაც სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ, ავტომობილი აფეთქდა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უცნობია. „ევრონიუსი" თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არიან დაჭრილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.