თურქეთში, ანკარა კონიას დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 მოქალაქე. თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ჯერ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შემდეგ კი ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და მაშველთა ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. ავტობუსში სულ 49 ადამიანი იმყოფებოდა.