თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც უსაფრთხოების სამსახურის 7 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, შემთხვევა ვანის პროვინციაში მოხდა, სადაც თვითმფრინავი მთას შეეჯახა. დაღუპულთა შორის 2 მფრინავია.
კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.