თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში უკვე გადმოასვენეს. დაშავებულები კი ქალაქ რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან, სადაც ისინი ტრაბზონში საქართველოს კონსულმა მოინახულა. ამასთან, როგორც შუახევის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძემ განაცხადა, ავარიის დროს დაშავებული პირები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან. მისივე თქმით, ორი მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმეა. თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.