თურქეთში, ამასიას პროვინციაში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.ამასიას პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იუწყება. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან სამსუნში მიემართებოდა, ქალაქ მერზიფონში გადატრიალდა.