თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მიკროავტობუსი რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ ავარიაში მოყვა. მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ. მუგლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობით ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.