თურქეთში სამი ქალაქის ეროვნებით ქურთი მერი თანამდებობებიდან გადააყენეს. მათ "ქურთების მუშათა პარტიასთან" კავშირები ბრალდებათ. ეს პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და აკრძალულია.
დროებით თანამდებობებიდან გადაყენებულები არიან თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ძირითადად ქურთებით დასახლებულ პროვინციებში მდებარე საკმაოდ მსხვილი ქალაქების დიარბექირის, მარდინისა და ვანის მერები. მათ ფუნქციებს დროებით ცენრტრალური ხელისუფლლების მიერ დანიშნული ჩინოვნიკები შეასრულებენ.
დღესვე მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის 29 პროვინციაში დააკავეს 418 ადამიანი. ამ ადამიანებსაც ბრალი ედებათ "ქურთების მუშათა პარტიასთან" კავშირი.