12:34
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვთხოვეთ, საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნან - საქართველოს ინტერესებშია, რომ 3+3 ფორმატს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს - სერგეი ლავროვი
14-01-2022

„3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას არ ავალდებულებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატის უპირატესობა აუხსნას.

„ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს ინტერესებშია, რომ 3+3 ფორმატს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს.

„ამჟამად, ამიერკავკასიის საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვურთიერთობთ, სადაც განიხილება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგები და არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები", - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, „3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

AutoPlay
ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსის 21 მილიონი შემთხვევა გამოვლინდ
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
ხორვატიის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე - მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მგლები
16-01-2022
არ ვენდოთ ამ რჯულით სომეხს, რომელმაც გვარი გადაიკეთა და სიტყვას არ გადააკეთებს?
mamuka
16-01-2022
ვენაცვალე ვინც უარი უთხრა ამ ფორმატით საქმიანობის შესახებ, დაგვიბრუნონ ჯერ ჩვენი ტერიტორიები და ლტოლვილები უსაფრთხოდ დააბრუნონ თავის სახლებში, და ვისაც დაუწვეს ან დაუბგრიეს სახლები აღუდგინონდა კომპენსაციაც გადაუხადონ მორალური და ეთნიკური შეურაცყოფისტვის, და აი მერე ვილაპარაკოთ, და კიდევ ერთი- გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიებიდან მათი ჯარები, ეხლა რომ გვეძახიან მეზობლებს, მერე დავილაპარაკოთ მეზობლურად.
სხვა სიახლეები