თურქეთმა სირიის საზღვართან ტანკები განათავსა. „როიტერსის“ ცნობით თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ტანკებთან ერთად ათასამდე სამხედროც გაგზავნა. იქამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში საკუთარი ინტერესების დაცვას აგრძელებს და თურქი ჯარისკაცების მკველობისთვის სირიის არმიას საპასუხო ნაბიჯებით უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ სირიის კონფლიქტში თურქეთი მხარს სირიის ოპოიზიციას უჭერს, რუსეთი კი, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებასა და სირიის მთავრობას. 2018 წელს, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაციის ზონად ჩამოყალიბდებოდა, სადაც სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო. ანკარამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა „შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი“, თუმცა ბოლო თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე სწორედ მაშინ მოხდა, როცა რუსეთის დელეგაცია ანკარაში სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა.