თურქეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წამოწყებული საქმის გარჩევა ამერიკის შეერტებული შტატების წინააღმდეგ მოიგო. ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა სააგენტო Anadolu-ს აცნობა. სააგენტოს ცნობით, სარჩელი განხილულ იქნა დავების დამრეგულირებელი მექანიზმის ჩარჩოში.
ცნობისთვის, სარჩელი ვაშინგტონის მხრიდან თურქულ რკინასა და ალუმინზე საბაჟო ტარიფის გაზრდას ეხებოდა. როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით 10 აგვისტოდან თურქეთიდან იმპორტირებულ მეტალზე საბაჟო ტარიფები 50 და 20 პროცენტამდე გაორმაგდა. ამის საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას და ამერიკიდან იმპორტირებულ საქონელზე ასევე ასწია საბაჟო ტარიფი. შტატებთან სავაჭრო დავის ფონზე კი, ანკარამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ინფორმირება მოახდინა და საქმის გამოკვლევა დაიწყო.