თურქეთის საბურღმა ხომალდმა „ფატიჰ“-მა შავი ზღვის ფსკერზე ორი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა.
„ფატიჰ“-ი 20 ივლისიდან შავ ზღვაში გეოლოგიური დაზვერვის სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც რუმინეთ-ბულგარეთის საზღვაო საზღვრებსა და თურქეთის საზღვაო საზღვრებს შორის ახლოსაა.
თურქული არხის ცნობით, ხომალდმა ერთი საბადო „დუნაი-1“-ის აკვატორიაში, ხოლო მეორე თურქეთის ნაპირთან ქალაქ კირკლარელის რაიონში აღმოაჩინა.
ამასთან, ცნობილია, რომ წლების წინ თურქულმა სეისმურმა ხომალდებმა შავი ზღვის დასავლეთის აკვატორიაში ბუნებრივი აირის მდიდარი მარაგები აღმოაჩინეს.