02:36
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თურქეთმა ლიმონის ექსპორტი შეზღუდა
09-04-2020

გაზრდილი მოთხოვნის გამო თურქეთმა ლიმონის ექსპორტი შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah-ი ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

შეზღუდვა 31 აგვისტომდე იმოქმედებს. ამ პერიოდში მწარმოებლებს ლიმონის ექსპორტის უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნებართვას მისცემს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ციტრუსის ამ სახეობის გაყიდვები თურქეთში მკვეთრად გაიზარდა. ქვეყნის მცხოვრებლები ლიმონს ტრადიციულად დეზინფექციისთვის იყენებენ.

გარდა ამისა, ეს არის ვიტამინი C, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამის გამო, ქვეყნის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ და ამიტომაც მის ექსპორტზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები