თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მამაკაცი პაციენტის კონტაქტი ევროპას უკავშირდება და ის იზოლაციაში იმყოფებოდა.
"მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები მონიტორინგის ქვეშ არის. გთხოვთ, არ იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს. მათ კი ვინც, ჩამოდის საზღვარგარეთიდან, გთხოვთ დაიცვათ თვითიზოლაცია", - აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი და საავადმყოფოები კორონავირუსის გავრცლეების შესაჩერებლად მზადაა.