თურქეთმა ირანისა და ერაყის საზღვართან ახლოს მთიან რეგიონში, სადაც ქურთი სეპარატისტები იმყოფებიან, ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. ავიაიერიშის მიზეზი რამდენიმე დღის წინ ერაყის ქალაქ ერბილში თურქი დიპლომატის მკვლელობა გახდა, რაშიც ოფიციალური ანკარა ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ყველაზე ძლიერი ოპერაცია განახორციელეს ჩრდილოეთ ერაყში ყველაზე რთულად მისაღწევ ადგილას, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის ოფისები მდებარეობს. შეგახსენებთ, ქურთ სეპარატისტებს ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.