თურქეთმა აშშ-ს მოუწოდა არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ორმხრივ კავშირებს დააზიანებს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ანკარა რეალურ უარყოფით შედეგებს მიიღებს რუსეთისგან ეს-400 ტიპის თავდაცვითი სისტემის ყიდვის გამო. საპასუხოდ, როგორც თურქეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, ამერიკული მხარის განცხადება დიდი ოცეულის სამიტზე ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრის შინაარს სცდება.
შეგახსენებთ, ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონის მოწოდების მიუხედავად რუსეთისგან მაინც შეიძინა თავდაცვითი სისტემა.