თურქეთმა 6 ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Dailysabah-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრიის, ბელგიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე უვიზო რეჟიმი 2 მარტიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი უვიზო რეჟიმი ითვალისწინებს თურქეთში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში.
გასული წლის მონაცემებით თურქეთი ტურისტების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე გავიდა. ქვეყანას 2019 წელს 51 მილიონ 900 ათასი ტურისტი ეწვია, მათ შორის 44 მილიონ 700 ათასი უცხოელი, ხოლო 7 მილიონ 200 ათასი კი საზღვარგარეთ მცხოვრები ეროვნებით თურქი იყო.